გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად, ფილარმონიაში ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ
მოძრაობის – “ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად, ფილარმონიაში, მისი სიტყვით გამოსვლისას, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ და გრიგოლ ვაშაძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ამ წუთებში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრიგოლ ვაშაძე თბილისელ ამომრჩეველს ხვდება.