ირაკლი კობახიძე თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალებით, უდიდესი დანაკლისი განიცადა ქართულმა ლიტერატურამ, პოეზიამ და დრამატურგიამ. შემოქმედი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას და ახლაც ასე მოხდება – სიცოცხლეს გააგრძელებს მისი დანატოვარი, დაუვიწყარი შემოქმედება, რომელზეც თაობები გაიზრდებიან. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუთანაგრძნობ ბატონი თამაზის ოჯახს, ახლობლებს და მისი ნიჭის თითოეულ თაყვანისმცემელს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები