კახა კალაძე: არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ არასწორი ინფორმაციები მიაწოდოს მოსახლეობას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რომან კაკულიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გამო შეშფოთება გამოთქვა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ორი გაურკვეველი ადამიანის ჩანაწერი არაფერს არ ნიშნავს.
კალაძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ადამიანის კეთილდღეობაა, ამიტომ იმ პროექტებზე უნდა მიმდინარეობდეს საუბარი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ღირებულებები გაცხადებულია. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. თითოეული ჩვენგანის ამოსავალი არის ადამიანი და ადამიანების კეთილდღეობა. ახლა უნდა ვისაუბროთ მომავალზე, უნდა ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომლებიც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, იმ პროექტებზე, რაც ქალაქში ხორციელდება.
არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ არასწორი ინფორმაციები მიაწოდოს მოსახლეობას. ჩემთვის ორი გაურკვეველი ადამიანის ჩანაწერი არაფერს არ ნიშნავს და არ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის პირს დანაშაული აქვს. თუ რაიმე კითხვები არსებობს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც უშუალოდ მონაწილეა ამ ჩანაწერებში, რა თქმა უნდა, ავთენტურობაც უნდა დადასტურდეს, გამოძიებაც უნდა ჩატარდეს და პასუხიც უნდა მოეთხოვოს თითოეულ მათგანს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები