28 სექტემბერი

11:00 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ტაქსების რეგულაცია; ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობა; ჰაერის მდგომარეობა თბილისში – პარლამენტში წარდგენილი ანგარიში.
მისამართი: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24.

11:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების“ ერთერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი, მარიხუანას კულტივაციის თემა.
მისამართი: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24.

11:00 საათზე, სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი“, პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, ჩატარდება კონფერენცია თემაზე – „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი; საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ვეგარდ სტენსრუდი; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე; საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები