საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: თანავუგრძნობთ არასრულწლოვნების მამებს, მაგრამ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენონ

თანავუგრძნობთ არასრულწლოვნების მამებს, მაგრამ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიონ და შეურაცხყოფა მიაყენონ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ რუსთაველის გამზირზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ საღამოს მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს.
„სამი დაკავებულიდან ერთ-ერთმა პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა ჩაამსხვრია. შესაბამისად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, ისინი დააკავეს 166-ე, 173-ე მუხლების ადმინისტრაციული წესით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება იმ სამართალდამრღვევებზე, რომლებიც აქციების მიმდინარე პროცესების დროს სამართალდარღვევებს ჩაიდენენ. თანავუგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს არ აძლევს იმის უფლებას, მის მხარდამჭერებს, პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს, როგორც გუშინ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
პარლამენტთან სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები