ბოსნია-ჰერცოგოვინაში წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ბოსნია-ჰერცოგოვინაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი.
ქალაქ დობოიშია ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, 10 გარდაცვლილი იპოვეს. ქალაქის ქუჩები მთლიანად წყლის ქვეშაა მოქცეული, გადაადგილების ერთადერთი საშუალება ნავია.
ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ხორვატიაშიც , სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენლი.
სერბეთში მოსალოდნელი წყალდიდობის გამო, 16 ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება და დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუხდათ. სლავონიას რეგიონიდან კი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.