გიორგი გახარია: შესაძლო პროვოკაციაზე წესრიგის დაცვა იმ ლეგიტიმური საშუალებებით ხდება, რომელიც გაგვაჩნია

შს მინისტრი გიორგი გახარია გუშინ, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგრც მან განაცხადა, შესაძლო პროვოკაციაზე წესრიგის დაცვა იმ ლეგიტიმური საშუალებებით ხდება, რომელიც უწყებას გააჩნია.
„შსს ერთმნიშვნელოვნად იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მუშაობის სტილით, ეს არაერთხელ დავუმტკიცეთ საზოგადოებას. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამ კომპონენტზე არ ვართ პასუხისმგებელნი. ჩვენ მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ამიტომ, როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია”, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები