სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები განცხადებას ავრცელებენ

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს.
„1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ძმათამკვლელმა ომმა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და სოხუმის დაცემით დასრულდა, 30 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად აქცია საკუთარ სამშობლოში. ეს იყო ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ. ქედს ვიხრით დაღუპული მეომრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ერთიანობის დაცვის იდეას.
ჩვენი მთავარი საზრუნავი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა და ქვეყნის გამთლიანებაა. ჩვენი მიზანი ერთიანი, ძლიერი საქართველოა. ჩვენს ქვეყანას შესწევს ძალა, მშვიდობიანი გზით დაიბრუნოს თავისი ძირძველი მიწები“, – განაცხადეს ფრაქციის წევრებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები