პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, 3 ქალი და 1 არასრულწლოვანია

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა 27 სექტემბერს მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა, რის შედეგადაც პატიმრები შეიწყალა.
„2018 წლის 19-დან 23 სექტემბრამდე მუშაობდა შეწყალების კომისია. კომისიამ სულ 866 პირის საქმე განიხილა, მათგან 421 პირის საქმე არსებითად განიხილეს. რეკომენდაციების შედეგად 111 მსჯავრდებული შეიწყალეს. 111 მსჯავრდებულიდან, დღესვე 42 პირი დატოვებს სასჯელაღსრულების სამინისტროს დაწესებულებას. მათ შორის არის 3 ქალი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი. დანარჩენ 69 მსჯავრდებულს სხვადასხვა ოდენობით სასჯელი შეუმცირდათ“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები