კახა კალაძე: ლიცენზიის მქონე მძღოლები საშემოსავლოსგან გათავისუფლდებიან

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეგულაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ლიცენზიის მქონე მძღოლები საშემოსავლოსგან გათავისუფლდებიან.
ასევე, მისი თქმით, მათ კონკრეტული ადგილები მიეთითებათ ავტომობილებზე, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ რეკლამა გაყიდონ და იქიდან მიღებული თანხები იქნება მათი საკუთრება.
“თქვენ იცით, რომ რეფორმა რამდენიმე ეტაპიანია, რომელიც ჩვენ მიერ ხორციელდება და რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ფერს რაც შეეხება, ეს არის მეორე ეტაპი და ეს ვალდებულება შემოდის 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ჩვენ უნდა გავუსვათ იმ ბენეფიტებსაც ხაზი, რომელსაც ლიცენზიის მფლობელი ტაქსისტები მიიღებენ. ეს არის ის, რომ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ქალაქში გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილები და ისარგებლებენ პარკირების სისტემით. ასევე საშემოსავლოსგან არიან გათავისუფლებულები ლიცენზიის მქონე მძღოლები. მათაც კონკრეტული ადგილები მიეთითებათ ავტომობილებზე, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ რეკლამა გაყიდონ და იქიდან მიღებული თანხები იქნება მათი საკუთრება.
ტაქსის მანათობელს პირველ ეტაპზე ლიცენზიის მქონე მძღოლს უფასოდ გადასცემს დედაქალაქის მერია. შეღებვას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმა შემუშავებული და ამასაც უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები