გიორგი გახარია: დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, დაახლოებით 6 წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ

“ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანია “იბერიას საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა ლონდონში ჩასვლას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ იქ დიდი ხანია არ ყოფილა და აუცილებლად ჩავა.
„დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, მართლა, დაახლოებით 6 წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ ლონდონში. როდესაც არსებობს ეჭვები, განსაკუთრებით თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად, იმისთვის, რომ ამ კითხვებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც ეს კითხვები გაურკვეველია, გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები