“საქართველოს ერთიანობა ის მიზანია, რომლითაც თაობები იცხოვრებენ, იშრომებენ და ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა, რომ საქართველოს ერთიანობა ის მიზანია, რომლითაც თაობები იცხოვრებენ, იშრომებენ და ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ორი ერის ტრაგედია იყო. ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ არ იყო. ეს იყო საქართველოსა და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ომი. შესაბამისად, ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ ეს. ჩვენ ყოველთვის კარგად გვესმის და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ამ პრობლემის გადალახვა იქნება წინაპირობა ჩვენი ხალხების შემდგომი წარმატებული განვითარებისთვის. საქართველოს ერთიანობა ის მიზანია, რომლითაც თაობები იცხოვრებენ, იშრომებენ და ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები