თამარაშენიდან გატაცებულს ე.წ.საზღვარი არ გადაუკვეთია

    სოფელ თამარაშენიდან გატაცებულ 54 წლის მწყემსს, ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთია. განცხადება ამის შესახებ, სოფლის გამგებელმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მენახირე გუშინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.
თამარაშენის მეორე მკვიდრმა რატი ქიმერიძემ კი გაქცევა მოახერხა.
“საქონელს ვწყემსავდით, ორი უცხო ადამიანი შევნიშნეთ, თავიდან ვერ ვიცანით. ჩემთან ერთად მყოფს ხელბორკილები, რომ დაადეს მე გამოქცევა და დამალვა მოვახერხე. დაახლოებით 10 წუთში, იმ ტერიტორიას , რომ გამოვხედე “კამაზი“ დავინახე, სავარაუდოდ დაკავებული იმ “კამაზით“ გადაიყვანეს. მე წამოვედი და სამართალდამცველებს შევატყობინე“,-აცხადებს რატი ქიმერიძე. როგორც ცნობილია, გატაცებულის ოჯახს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ და ჯარიმის გადახდა მოთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები