ზუგდიდში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

    ზუგდიდში ხენძრის შედეგად 50 წლის ოთარ იზორია დაიღუპა. გარდაცვლილი მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე, ხის ჯიხურში მარტო ცხოვრობდა და ზუგდიდის ბაზარში მუშად მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიხურს ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაუჩნდა.
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი ალკოჰოლურ სასმელებს ხშირად მოიხმარდა, ხოლო ხანძრამდე რამდენიმე საათი ადრე, იგი ნასვამ მდგომარეობაში ნახეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო– სამედიცინო სამსახურები.
ხანძრის ზუსტ მიზეზებს გამოძიება ადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები