საქართველოს მოქალაქე შვილთან ერთად ოდესის საზღვარზე უკანონოდ გადასვლისას დააკავეს

31 წლის საქართველოს მოქალაქე თავის სამი წლის შვილთან ერთად უკრაინის სასაზღვრო პუნქტის ავლით უკანონოდ გადასვლის მცდელობისას დააკავეს.
შვილი დედას გადასცეს, რომელიც ოდესაში ცხოვრობს.
კანონდამრღვევი მესაზღვრეებმა “ნოვაია ანდრიაშევდას” და”როზალივკას” ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც ცნობილია, 31 წლის საქართველოს მოქალაქეს ქალიშვილთან ერთად თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთები ჰქონდა. დაკავებულმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ეშინოდა რაიმე სახის პრობლემები არ შექმნოდა საზღვრის გადაკვეთისას და მესაზღვრეებს კითხვები არ გასჩენოდათ.
გოგონა მალევე გადასცეს დედას, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. მამაკაცს ჩადენილის გამო პასუხისმგებლობა დააკისრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები