ვლადიმერ იმნაძე სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
ვლადიმერ იმნაძემ, თავის გამოსვლაში, ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით უნდა გადაწყდეს.
შეხვედრის მონაწილეებს შორის, ”ვეტერანების შესახებ კანონზე მსჯელობა გაიმართა.
„ყველა ერთხმად ეთანხმება აზრს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით აქტუალუარია თბილისში, კედიას ქუჩაზე, ვეტერანთა ჰოსპიტლის დათქმულ ვადებში ამოქმედება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს“,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
ვეტერანებისთვის ამ და სხვა, მნიშვნელოვან საკითხებზე, შეხვედრის მონაწილეთა შორის, ფართო დისკუსია გაიმართა. დაისახა მომავალში ერთობლივი მუშაობის გეგმები.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის დეპარტამენტების უფროსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები