წიწამურის ხევზე მდებარე ხიდის ქვეშ მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე, წიწამურის ხევზე (მარცხენა მხარეს) არსებულ ხიდზე, მიმდინარე სამუშაოების გამო, წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძზე, ხიდის ქვეშ, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ნატახტარის სატრანსპორტო კვანძის (28-ე კმ.) გავლით. ხოლო, დასავლეთიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია წიწამურის სატრანსპორტო კვანძის (22-ე კმ.) გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები