ინდოეთში უხვი ნალექის გამო, 45 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობების გამო 45 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ANI ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ხალხი დაკარგულია ინდოეთის შტატ ხიმაჩალ-პარადეშში, ლახულის და სპიტის რაიონებიდან. დაკარგულებს შორის ქალაქ რურკის ტექნიკური უნივერსიტეტის 35 სტუდენტია.
შეგახსენებთ, რომ ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ინდოეთში მუსონური წვიმების სეზონია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს წყალდიდობის შედეგად უკვე ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.