გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

0
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ მუნხტუია ალთანგერელმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს.
“გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სისტემა სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის თავმოყრასა და ანალიზს ერთიან სივრცეში, რაც მოსახლეობისთვის სანდო, დროულ და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის საშუალებას იძლევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სისტემა გაზრდის ეფექტიანობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესებში და ხელს შეუწყობს, როგორც ეროვნული საჭიროებების, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების (რიოს კონვენციები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ორჰუსის კონვენცია) შესრულებას”, – განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მიზანია, მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ანალიტიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავება და მონიტორინგი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა. სისტემა ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სფეროში, როგორც ეროვნული მიზნების მიღწევას, ისე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა რეგიონის ისტორიაში არის პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ერთიან სივრცეში მარტივად მიიღოს მისთვის სასურველი სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ახალი პლატფორმა, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით შეიქმნა.
R

კომენტარები

კომენტარი