სამგორის რაიონში, დაკვამლიანების შედეგად შედეგად ხუთმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო

სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩაზე დაკვამლიანების შედეგად ხუთმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ორი ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
აბაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების პრესსამსახურის იფორმაციით, ხანძრის შედეგად 40 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.
ადგილზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მუშაობდა ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები