სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, აბაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 40 კვ.მ ფართობი.
ადგილზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების გამო მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები