“ამ ყველაფერს მე ვერ შევაფასებ, შეაფასებს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს, როცა შემოხაზავს 48-ს“

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ მაშინ გააკეთა, როდესაც ქობულეთში ამომრჩეველებთან შეხვედრის მიმდინარეობისას, გარეთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მართავდნენ.
“რა შეფასება უნდა მიეცეს პროვოკაციებითა და ლანძღვა გინებით საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის მცდელობას თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში? ამ ყველაფერს მე ვერ შევაფასებ, შეაფასებს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს, როცა შემოხაზავს 48-ს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები