ანა ნაცვლიშვილი: იმპიჩმენტის რეგულირების საკითხების პარლამენტის რეგლამენტში გადასვლა მიზანშეუწონელია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილ მიზანშეუწონლად მიიჩნევს იმპიჩმენტის რეგულირების საკითხების პარლამენტის რეგლამენტში გადასვლას და “იმპიჩმენტის შესახებ” სპეციალური კანონის გაუქმებას, რადგან იმპიჩმენტი არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტიცაა.
“იმპინჩმენტის საკითხები საქართველოს კონსტიტუციით და ,,იმპიჩმენტის შესახებ” სპეციალური კანონით რეგულირდებოდა.
ახლა მოხდება ისე, რომ სპეციალური კანონი ,,იმპიჩმენტის შესახებ” გაუქმდება და საკითხები, რომლებსაც სპეციალური კანონი არეგულირებდა გადავა პარლამენტის რეგლამენტში.
ჩვენ არ მიგვაჩნია ამგვარი ცვლილება მიზანშეწოლილად იმიტომ, რომ იმპიჩმენტი თავისი ბუნებით არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტია, ის შეიძლება შეეხოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, არის საკმაოდ სენსიტიური საკითხების მომწესრიგებელი თემა.
მიზანშეწონილი იყო, რომ ეს საკითხები ყოფილიყო დარეგულირებული კვლავ სპეციალური კანონით იმის გათვალისწინებითაც, რომ იმპიჩმენტის განხორციელებას სჭირდება არამხოლოდ პარლამენტის მონაწილეობა, არამედ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობა. მისი განხორიცელება მხოლოდ ერთი ინსტიტუტის მონაწილეობას არ ითვალისწინებს”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა ,,იმპიჩმენტის შესახებ” კანონის გაუქმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები