ანრი ოხანაშვილი: საქართველო წელსაც ლიდერობს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა

წელს, საქართველოს მე-7 პოზიციიდან მე-5 ადგილზე დაწინაურება მსოფლიოს 125 უსაფრთხო ქვეყანათა შორის, მიუთითებს ჩვენს მიერ არჩეულ სწორ მიდგომებზე, რაც ეფუძნება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ნდობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების მთავარი მიზანია, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა და საქართველოში მყოფმა ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
“საქართველო წელსაც ლიდერობს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ლიდერი ქვეყანაა დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსებში. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების მთავარი მიზანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და საქართველოში მყოფმა ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ. წელს, საქართველოს მე-7 პოზიციიდან მე-5 ადგილზე დაწინაურება მსოფლიოს 125 უსაფრთხო ქვეყანათა შორის, მაშინ როდესაც 2012 წელს საქართველო მხოლოდ მე-20 ადგილს იკავებდა, მიუთითებს ჩვენს მიერ არჩეულ სწორ მიდგომებზე, რაც ეფუძნება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ნდობას და პარტნიორულ ურთიერთობებს”, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები