ავღანეთში თალიბმა პატიმარმა 8 პოლიციელი მოკლა
ავღანეთში ტყვედ მყოფმა მოძრაობა “თალიბანის” წევრმა, პროვინცია ზაბულის ციხეში 8 პოლიციელი მოკლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი, რადიოსადგურ “ამერიკის ხმა”-ზე დაყრდნობით, ავრცელებს.
პატიმარმა იარაღი მორიგე მცველს წაართვა.
როგორც ცნობილია, მოკლულთა შორის ქალაქ საფოს პოლიციის უსაფრთხოების განყოფილების უფროსიცაა.
თავდამსხმელის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.