პუტინი და ასადი სირიის სუვერენიტეტის აღდგენაზე მზაობას გამოთქვამენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სირიის არაბული რესპუბლიკის ლიდერმა, ბაშარ ალ ასადმა, სატელეფონო საუბრის დროს სირიის სუვერენიტეტის აღდგენაზე მზაობა გამოთქვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის პრესსამსახური ავრცელებს.
“ორივე მხრიდან მზაობა გამოითქვა, სამომავლოდ, სირიაში ვითარების დარეგულირებისთვის, მისი სუვერენიტეტის, გაერთიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”,- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.