ინდონეზიაში ვულკანი კრაკატაუ ამოიფრქვა

0

ინდონეზიაში მოქმედი ვულკანი კრაკატაუ ამოიფრქვა. შაბათ-კვირას ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე 44 აფეთქება დაფიქსირდა. მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
როგორც ინდონეზიის გეოფიზიკოსები, მეტეოროლოგები და კლიმატოლოგები იტყობინებიან, ვულკანი ჯერ კიდევ 21 სექტემბერს გააქტიურდა. ვულკანის ამოფრქვევის დროს მხურვალე ღრუბელი 200 მეტრის სიმაღლეზე ავიდა. ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება ინდონეზიელებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, ვულკანის სიმაღლე 813 მეტრი, დიამეტრი კი 4 კილომეტრია. ინდონეზიის ხელისუფლებამ მოქალაქეებს კუნძულ ანაკ-კრაკატაუსთან, სადაც ვულკანი მდებარეობს, 3 კილომეტრის რადიუსზე ახლოს დასახლება აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი