კახეთში, 75 წლის მამაკაცი ღვინის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა

კახეთში, თელავში 75 წლის მამაკაცი ღვინის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, 75 წლის მამაკაცი 5-ტონიან რეზერვუარში ჩავარდა, რომელიც ღვინით იყო სავსე.
უწყებაში განმარტავენ, რომ მამაკაცის ცხედარი რეზერვუარიდან შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე ამოასვენეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები