მამა დავით ისაკაძე მარიხუანას კულტივაციაზე: რა უნდა აგვიხსნან? თითქოს, ვერ გაგვაგებინეს და მიუხვედრელები ვართ?

0

ძალიან დიდი ალბათობით, ჩვენ გვაქვს ამის სერიოზული ეჭვი, რომ ცნება კულტივაციის შესახებ არის ხელოვნურად შემოტანილი, ლიბერალურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული, აიწია მარჟამ თავისებურად, რომ გატანილი იქნას საკითხი ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ ნორმალურ ქვეყანაში მიდის საუბარი იმაზე, რომ მარიხუანას კულტივაცია მოხდეს.
„ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო სწორედ ეს არის, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება მოხდა. ეკლესია ამას არასდროს და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეეგუება. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მე-16 მუხლის თანახმად, რომელიც ამბობს, რომ, თურმე, ადამიანის თავისუფალ განვითარებას და მის უფლებას ნარკოტიკის მოხმარება ხელს უწყობს, აუცილებლად სჭირდება ცვლილება. ჩვენი მოთხოვნა ასეთია, აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმობოდეს ნარკოტიკული ნივთიერებები.
სამარცხვინოა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამაზე მიდის საუბარი, რომ მოხდეს მარიხუანას კულტივაცია. ეს სფერო არის გაუკონტროლებელი. რა ხდება ფონიჭალაში და მარნეულში? ეს ვერ გააკონტროლეს, ლაბორატორიებს და პლანტაციებს როგორ გააკონტროლებენ? ეს აბსურდია, ფარსი და დანაშაულის შენიღბვაა, რომ ეს სამედიცინო მოხმარებისთვის იქნება აუცილებელი და საჭირო. ასეთი სახით განკურნებული ადამიანები ჩვენ არ გვინახავს და ვერც ვნახავთ “,- განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
მისივე თქმით, ეკლესი ააღნიშნულ საკითხზე პოზიციას ვერ შეცვლის.
“2017 წლიდან ჩართული ვარ საპარლამენტო, საკომიტეტო მოსმენებში. ყველა მოსმენაში ვმონაწილეობდი, როდესაც ჯერ კიდევ დაისვა საკითხი დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ეკლესია გამოხატავდა თავის უარყოფით პოზიციას. ჩვენი ხმა არ იყო გათვალისწინებული.
ის, რომ ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონდა, როდესაც ამას ამბობენ, ეს არის მტკნარი სიცრუე, კომუნიკაცია არსებობდა, უბრალოდ არ გაითვალისწინეს ჩვენი აზრი, საზოგადოების აზრი. ამაზე საუბარი, რომ კომუნიკაცია არ გვქონდა და ჩვენ უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ ეკლესიას, საზოგადოებას, ეს არის შურაცხყოფა ჩვენი, როგორ, ჩვენ არ გვესმის ეს საკითხი? რაოდენ დანაშაულებრივი მოვლენაა ნარკოტიკის მოხმარება, რეალიზაცია, ფლობა? რა უნდა აგვიხსნან? თითქოს, ვერ გაგვაგებინეს და მიუხვედრელები ვართ?ახალი შეურაცხყოფაა ჩვენი“- განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ საკანონმდებლო ორგანოდან აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიონ.
“ამას მოჰყვა ვნებათაღელვა. ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო აუცილებელი საზოგადოებასთან. ქართული ოცნების პოლიტიკური ხელწერა გახლავთ ყოველთვის კონსენსუსის ძიება ქართულ საზოგადოებასთან, მისი ინფორმირება, მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, ასეთ თემებზე და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილების მომზადება და მიღება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ამ ეტაპზე მეორე ინიციატივის შეჩერება და გავმართოთ ძალიან ინტენსიური დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით და მხოლოდ საბოლოო პოზიციების შეჯერების შემდეგ მოვახდინოთ მისი შეფასება“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი