გიორგი ხატიძე: მიმდინარე რეფორმები ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინდექსებზე აისახება
ქვეყნის განვითარება და მიმდინარე რეფორმები აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინდექსებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხატიძემ Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კვლევითი პორტალის მონაცემები, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე.
“საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ვითარდება ტურიზმი, გვაქვს ღია ეკონომიკა, საერთაშორისო მისიებში წარმოვადგენთ პარტნიორს დასავლეთისთვის. ქვეყნის განვითარება და მიმდინარე რეფორმები აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინდექსებზე. Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ცხადია, ეს, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე”, -აცხადებს გიორგი ხატიძე.
ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა.