გერმანიაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

გერმანიაში, ბავარიაში ქარიშხალს 78 წლის ქალი ემსხვერპლა. სამაშველო სამსახურის ინფორმაცით, ამ დროისთვის საგანგებო ვითარების 300-მდე შეტყობინებაა შესული.
პეგნიცას რაიონში სამანქანო მოძრაობა დროებით შეჩერებულია. პოტტენშტაინში კი საცხოვრებელი სახლების სახურავები ჩამოვარდნილი ხეების გამო დაზიანდა.
ეპფენბახის ტერიტორიაზე ავტომობილს, რომელშიც მგზავრებიც იმყოფებოდნენ ხე დაეცა. მანქანაში მყოფმა ბავშვმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
პოლიციის ინფორმაციით, დანარჩენი სამი მგზავრი არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები