სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სპორტსმენებს ხვდება

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სპორტსმენებს ხვდება. წინასაარჩევნო შეხვედრაზე, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სპორტსმენების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ყველასათვის ხელმისაწვდომი სპორტი უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი.
„მე ვიქნები თქვენი მედიატორი მთავრობასთან, პარლამენტთან, მე იქ ვიქნები თქვენი ელჩი. გარდა ამისა პრეზიდენტსაც აქვს თავისი ფონდი, საჭიროების შემთხვევაში ამ რესურსის გამოყენებაც არის შესაძლებელი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები