საქართველომ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტი სარემონტო სამუშაოების გამო შეაჩერა
საქართველომ სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი სარემონტო სამუშაოების გამო, დროებით შეაჩერა. ამის შესახებ კომპანია “გაზპრომ სომხეთი” იტყობინება.
” საქართველოს, ბუნებრივი აირის სატრანსპორტო კომპანიამ “გაზპრომ სომხეთს” 24-26 სექტემბერს სომხეთისთვის “ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია” გაზგამტარ მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, ოფიციალურად აცნობა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
“სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის რეგულარული მიწოდება შიდა რეზერვების გამოყენებით მოხდება”, – განმარტეს კომპანიაში.