თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები.
აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებს საზოგადოებას დასრულებისთანავე აცნობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი