საბერძნეთში მმართველი პარტიის წევრი ოპოზიციურად განწყობილმა ულტრამემარჯვენეებმა სცემეს

საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში ულტრამემარჯვენეთა 30-კაციანი ჯგუფი მმართველი პარტიის, რადიკალმემარცხენეთა კოალიცია “სირიზას” დეპუტატს, მესსინია პეტროსა კონსტანტინეასას თავს დაესხა.
ინციდენტი კვირას, ქალაქ კალამატაში სტადიონის შესასვლელთან მოხდა. რის შემდეგაც, კონსტანტინეასი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. ექიმების თქმით, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს და საავადმყოფოდან მალე გაწერენ.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდამსხმელთა ჯგუფი ულტრამემარჯვენეთა ერთ-ერთი დაჯგუფება იყო. “ფაშიზმი არ შეწყდება”, – განაცხადა დეპუტატმა.
პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავდასხმა გაკიცხა, ხოლო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ყველა დამნაშავე ჩადენილის გამო დაისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები