აშშ-მა ჩინეთს ახალი ბრალდებები წაუყენა

ოფიციალური ვაშინგტონი ჩინეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ინფორმაციული შეტევის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Axios-ი “თეთრ სახლზე” დაყრდნობით, ავრცელებს.
აშშ ჩინეთს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში, ინტელექტუალური ქონების გატაცებაში, კიბერთავდასხმებსა და არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. როგორც ანონიმურმა წყარომ, “თეთრი სახლიდან”, პორტალს აცნობა, რამდენიმე ამერიკული უწყება ერთობლივად მიიღებს კოორდინირებულ ინფორმაციულ შეტევაში მონაწილეობას.
“ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსეთი იყოს საფრთხობელა, ეს რუსეთიც არის და ჩინეთიც”, – პორტალი ერთ-ერთ ანონიმურ წყაროს ციტირებს.
როგორც ცნობილია, აშშ-ს ადმინისტრაცია გეგმავს, ახალი ინფორმაციის გავრცელებას ჩინეთის მტრულ საქმიანობაზე ამერიკის საჯარო და კერძო სექტორის წინააღმდეგ და შესაბამისად მოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები