აზერბაიჯანში ტალახის ვულკანმა გაიღვიძა (ვიდეო)
აზერბაიჯანში, მსოფლიოში სიდიდით მეორე ტალახის ვულკანი ამოქმედდა. ტალახის ამოფრქვევის სიმაღლე 200-300 მეტრია.
ტალახის ვულკანი “ოტმან-ბოზდაგი” კვირას, 23 სექტებერს ამოქმედდა. პირველი ამოფრქვევა 8:53 საათზე მოხდა, მომდევნო – 9:58 საათზე. მომხდარის შესახებ აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
ამ დროისთვის, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.