თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის და ედისის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის და ბერიტაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გუდიაშვილის, ჯორჯაძის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის, ლესელიძის, კოტე აფხაზის, მთაწმინდის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, თოიძის, ნინო ჩხეიძის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, ციმაკურიძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, ჩიქობავას, გრანელის, ხიმშიაშვილის და გოცირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების და ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, კოჯრის და ბეთანიის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი