სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილზე: ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი

ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელია, თვითონ პიროვნება არის ასეთი – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა აჭარაში, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საქმეში.
„ქალბატონი სალომე არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. რატომ უჭერს მხარს და რატომ არის, ესეც ერთგვარი სიმბოლო, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება იქნება მნიშვნელოვანი. ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელია, თვითონ პიროვნება არის ასეთი და ის თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს პირდაპირ, ყოველთვის ამბობს ისე, როგორც ის ფიქრობს. მაგრამ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი, ის ყოველთვის არის საქართველოს მხარეს შეიძლება იყოს ზოგიერთ შემთხვევებში ხელისუფლების ოპონენტი, თუ ფიქრობს, რომ ხელისუფლება და ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა რაღაცაში სცდება მის ხედვას, მაგრამ ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი. ყოველთვის, როცა ხელისუფლება დგამს ქვეყნისთვის საჭირო საქმეს, ის ყოველთვის იდგება ამ პოლიტიკის გვერდით, ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით და ყოველთვის იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი ყველა იმ საქმეში, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები