უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევა მსხვერპლით დასრულდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაზე რუსეთის მასირებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.

შეტევა დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.

თავდასხმის შედეგად, კიევის ოთხ რაიონში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ივანო-ფრანკოვსკ მერი, რუსლან მარცინკივი აცხადებს, რომ ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად არის მსხვერპლი. მისივე თქმით, ომის დაწყების დღიდან ეს ქალაქზე მიტანილი ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო.

ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები