ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში 67 პალესტინელი მოკლეს

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, გაერო-ს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში 67 ადამიანი მოკლეს,- ამის შესახებ “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ცნობით, მისი 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა „მშიერი მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარ ბრბოს შეხვდა”, რომლებიც სროლაში მოჰყვნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ “გამაფრთხილებელი გასროლა “ განახორციელეს და დაღუპულთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

გაერო-მ ასევე განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა შიმშილობს. ამასთან, კვირას სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში „შიმშილის“ გამო 18 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები