საერთაშორისო კვლევებით საქართველო პირველად მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში მოხვდა

ცნობილი კვლევითი პორტალის Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.
კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდა. Numbeo-ს მონაცემებით, დანაშაულის ინდექსი – 20.35, ხოლო უსაფრთხოების – 79.65 ერთეულს შეადგენს.
2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის და უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით, თბილისიც დაწინაურდა და რეიტინგში მე-19-ე პოზიციიდან მე-16-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ქ. თბილისში დანაშაულის ინდექსი 19.81, ხოლო უსაფრთხოების 80.19 ერთეულს შეადგენს.
Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პორობების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

https://www.numbeo.com/crime/rankings.jsp?title=2018

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები