თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე, ხიდების მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივად შეზღუდულია. მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები