რატომ აქვეყნებს მეუფე იაკობი საკუთარი ინტერვიუს სრულ ვერსიას? (ვიდეო) 

“შაბათის კურიერის” ანონსის გასვლის შემდეგ მეუფე იაკობმა განცხადება გაავრცელა. როგორც თავად ამბობს, ინტერვიუს სულისკვეთება დაანონსებული გადაცემისაგან სრულად აცდენილია.

“ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა.
ახლაც არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეკლესიის კარი ღიაა ეკლესიის შვილებისთვის. ეკლესია და სამღვდელოება, ყოველთვის ეცდება თავისი სამწყსო დაიცვას შეცდომებისგან.
მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ტელეარხს. ორი მათგანი, რომელიც ჩაწერა რუსთავი2-მა და ტვ პირველმა, როგორც ანონსებიდან ვიხილე, დღეს გავა ეთერში. ინტერვიუს სულისკვეთება სრულად არის აცდენილი დაანონსებული გადაცემისაგან.
თემების მგძნობიარობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი სათქმელი შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან. ამის გამო გთავაზობთ ინტერვიუების სრულ ვერსიებს, როგორც რუსთავი 2-თან, ასევე ტვ პირველთან.
დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ახლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი”,-აღნიშნულია მეუფის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები