სტუ პროგრამების განვითარებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, დღეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები.
მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საუნივერსიტეტო საკითხები, არსებული მდგომარეობა და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გზები. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა აკადემიურ პროგრამების შემდგომი დახვეწა-განვითარება, საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხები და 2018-2023 წლებში განსახორციელებელი ერთობლივი სამომავლო სამუშაო და საგანმანათლებლო გეგმები.
ადელა დე ლა ტორემ არჩილ ფრანგიშვილი სან დიეგოს უნივერსიტეტში მიიწვია და თავადაც გამოთქვა სურვილი, კვლავ ჩამოვიდეს საქართველოში ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მიზნით.
დოქტორი ადელა დე ლა ტორე, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია, გაცნობის მიზნით პირველად ეწვია საქართველოსა და მის პარტნიორ უნივერსიტეტებს, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები