1 წლის გოგონა, რომელიც რუსთავში მე-3 სართულიდან გადმოვარდა, რესპუბლიკურ საავადმოყოფოში გადმოიყვანეს

ბავშვი, რომელიც რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოდან, თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმოყოფოში გადმოიყვანეს.
როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები. მათ შორის ტომოგრაფიული გამოკვლევები.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი წლის გოგონა ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა.
ბავშვი მეორე სართულის მიშენების სახურავზე დაეცა. ვარდნის შედეგად გოგონას თვალის არეში ჭრილობა აქვს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები