პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცნობითი შეხვედრები ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრებს ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი პიმ ალბერსი უძღვებოდა. გამართული აქტივობები მიზნად სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე პროკურატურის მუშაობის ხარისხის მაჩვენებლის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასწავლო აქტივობები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ხარისხის უზრუნველყოფის მოდელები, სასამართლოების ხარისხის სისტემების განვითარების ისტორია, დაჩქარებული პროცედურები ჰოლანდიაში გავრცელებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და სხვა. ინტერაქტიული შეხვედრის მონაწილეებმა პასუხები მიიღეს ასევე მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
პროკურორებსა და გამომძიებლებს მსგავსი შეხვედრები საშუალებას აძლევს გაეცნონ წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროკურატურის სისტემის მუშაობის ხარისხის ამაღლებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები