ლევან დავითაშვილი UNEP-ის მენეჯერს, ერსინ ესენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მენეჯერს, ერსინ ესენს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების პრიორიტეტულობის საკითხზე ვრცლად ისაუბრა და ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე, ბიომრავალფეროვნების და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ერსინ ესენმა მინისტრს პროექტის „მიწის რესურსების მდგრადი მართვა“ ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარი საქართველოში ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის და მიწის დეგრადაციის კუთხით მიღწეული პროგრესის საკითხებს შეეხო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი „მიწის რესურსების მდგრადი მართვა“ მომავალ წელს სრულდება, თუმცა იწყება ახალი პროექტი „Greenland.ge“, რომელიც მწვანე ეკონომიკის განვითარებაში მიწების მდგრადი მართვის დანერგვას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები