“გაერო-ს ტრიბუნას საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად გამოვიყენებთ” 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე  საქართველოს განვითარების სამთავრობო ხედვაზე.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება, როგორც გაერო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, სადაც ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განიხილავენ.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა იყოს გაცხადებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იქნება ყველა ძირითადი აქცენტი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე და იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ქვეყნის სტაბიულურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილების მიზნით 24-28 სექტემბერს ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე, გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს და ასევე ორგანიზაციის წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს 73-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები