წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საბავშვო ბაღში 30-მდე ბავშვი მოიწამლა

„კვირას“ ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საბავშვო ბაღში 30-მდე ბავშვი მოიწამლა.
თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ, სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა.
საბავშვო ბაღის დირექტორმა ლია ქართველიშვილმა აღნიშნული ინფორმაცია „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყო.
„არასწორი ინფორმაციაა, ტყუილია. ამ საკითხზე კომენტარს წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი გააკეთებს“ – აღნიშნა მან და „გიორგისთან“ გადაგვამისამართა, რომელმაც მობილური ტელეფონი გათიშა.
ბავშვების მოწამვლის ფაქტზე შს სამინისტროში მოკვლევა დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.
მათივე ინფორმაციით, შესწავლის პროცესში თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის 12.00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, პაატა იმნაძე, გეგუთის საბავშვო ბაღში ჩავიდა და ვითარებას ადგილზე ეცნობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები